ENG
აქტივობის სახე: TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი
თარიღი და დრო: 28/01/2011 - 12:00 / პარასკევი
დეტალები:

TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენელი მაიკლ ლოუსონი ეწვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ამ ორ სასწავლებლებს შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში. იგი შეხვდა პროფესორი-მასწავლებლებს და ბიზნესისა და მართვის სკოლის I და II დონის სტუდენტებს. სტუმარმა სტუდენტებს გააცნო TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლის პროგრამები და ესაუბრა მათი სწავლის პერსპექტივებზე აღნიშნულ სკოლაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს II დონის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ III დონე გაიარონ TASMAC-ის ლონდონის ბიზნესის სკოლაში, რის შემდეგაც მათ მიეცემათ უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და დიპლომი.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577 53 86 26; ninokeme@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333342

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By