ENG
აქტივობის სახე: აშშ კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის კრის ესკრიჯის ვიზიტი
თარიღი და დრო: 10/06/2008 - 13:50 / სამშაბათი
დეტალები:

2008 წლის 10 ივნისს უნივერსიტეტს საქმიანი ვიზიტით ეწვია აშშ კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი. მან სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის წაიკითხა ლექცია თემაზე ,,კრიმინოლოგია – რეალობა და პერსპექტივები”. პროფესორმა ესკრიჯმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და იურიდიულ ფაკულტეტს გადასცა ჟურნალენი ,,კრიმინოლოგი” და კრიმინოლოგიის სასწავლო პროგრამები.
 
ლექციის შემდეგ დაისვა არაერთი შეკითხვა. გაიმართა დისკუსია.
 
უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ დამსწრეთ გააცნო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბატონი კრის ესკრიჯის საპატიო პროფესორად არჩევის შესახებ და გადასცა პროფესორის ატესტატი. კრის ესკრიჯმა მადლობა გადაუხადა აკადემიურ საბჭოს და გამოთქვა იმედი მომავალი თანამშრომლობისა.

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333493

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By