ENG
აქტივობის სახე: სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში
თარიღი და დრო: 15/09/2011 - 16:24 / ხუთშაბათი
დეტალები:

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა.

 

რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შეირჩა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტი მარიეტა კუპრავა, რომლიც 2011 წლის 15 სექტემბერს ორი თვით  გაემგზავრა ჩინეთში სტაჟირების გასავლელად. მარიეტა კუპრავა პეკინის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარებს სემინარებს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. სტაჟირების დამთავრების შემდეგ მ. კუპრავას გადაეცემა სერტიფიკატი. პროექტის 50% დაფინანსებულია აისეკ პეკინის მიერ. სტუდენტის პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.

 

აისეკი კვლავ გეგმავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს სტუდენტებს.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 577 53 86 26; ninokeme@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333288

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By