ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაცია ტირის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში ინტეგრირების საკითხებზე
თარიღი და დრო: 04/03/2012 - 14:06 / კვირა
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ტირის" (TIRI) შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში   გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაცია  მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში, რომელიც მიზნად ისახვდა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირების საკითხების დანერგვას.

 

ინტეგრირება თავის არსით ძალიან რთული ისნტიტუტია, რომელიც მოიცავს ისეთ არსებით საკითხებს როგორიც არის: ანგარიშვალდებულება, კომპეტენტურობა, ეთიკა და ეს ყველაფერი ყოველგავრი კორუფციის გარეშე. ტრეინინგის ფარგლებში, განხილული იქნა ინტეგრირების ზემო აღნიშნული საკითხების დიდი მნიშვნელობა სტუდენტის, პირველ რიგში როგორც ქვეყნის ღირსეული მოქალაქის ფორმირების საქმეში. კორუფციის სხვადასხვა სახე და მნიშვნელობა. ჩამოყალიბებულ იქნა საერთო სტრატეგია თუ რა სახით შეიძლება დაინერგოს სწავლების პროცესში ეს ლემენტები, როგორ შეიძლება სტუდენტი მოამზადო რეალურ პროფესიულ გარემოში ადაპტაციისათვის, დაანახო მას ის რეალობა სადაც მას მოუწევს მოღვაწეობა და როგორ უნდა შეხვდეს იგი ამას ისე, რომ მასზე არანაირი ზეგავლენა არ მოახდინოს სხვადასხვა ნეგატიურმა ფაქტორებმა, იყოს თავისი საქმისა და ქვეყნის ერთგული.

 

განსაკუთრებული ყურადღება დათმობილ იქნა ინტეგრირების საკითხების სწავლების პროცესში ასახვის მეთოდებს, თუ რა მეთდოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული რათა სტუდენტს ინტეგრირების საკითხების თაობაზე ჩამოუყალიბდეს მორალური და ზნეობრივი განწყობა.  

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge ; 577 53 86 26
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333429

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By