ENG
აქტივობის სახე: სტუდენტთა სამეცნიერო მივლინება მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია)
თარიღი და დრო: 30/07/2012 - 17:00 / ორშაბათი
დეტალები:

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ გზა დაულოცა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტს აჩიკო კონცელიძეს და ამავე სკოლის დოქტორანტს ქეთევან კუხიანიძეს მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია) აკადემიური ვიზიტით გასამგზავრებლად. Mმომავალი მეცნიერების გამგზავრება მსოფლიო დონის ცენტრში ცოდნის გასაღრმავებლად და სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად განხორციელდება 2012 წლის სექტემბერში უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე იურისტთა ახალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქალბატონ ელიკო წიკლაურ-ლამიხს მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადეცა შესაბამისი დიპლომა.

 

ღონისძიებას ესწრებოდა დიასპორას საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეკატერინე კუპატაძიდუ.

საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი ელ.ფოსტა: k.kitovani@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333406

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By