ENG
აქტივობის სახე: სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა გერმანიაში
თარიღი და დრო: 01/07/2011 - 13:00 / პარასკევი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ, ამავე ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საფუძველზე, თავისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის (ვოლფენბიუტელი, გერმანია) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია. იგისამი თვის განმავლობაში (2011 წლის 1 ივლისი - 30 სექტემბერი), იმუშავებს რენესანსისა და ახალი დროის აზროვნების შემსწავლელ ამ უმნიშვნელოვანეს ცენტრში თავისი სადისერტაციო თემის შესახებ: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი მეცნიერული დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, თბილისი, საქართველო; პროფ. ჰელმუტ შნაიდერი, კასელი, გერმანია). 

ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია:

http://www.hab.de/forschung/stip_liste/tavadze.htm

საკონტაქტო პირი: თენგიზ ირემაძე; ელ-ფოსტა: t.iremadze.@gruni.edu.ge
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333384

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By