ENG
აქტივობის სახე: სტუდენტთა სამეცნიერო მივლინება მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში (ფრაიბურგი, გერმანია)
თარიღი და დრო: 10/11/2012 - 14:44 / შაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს (ფრაიბურგი, გერმანია) შორის გაფორმებული მემორნადუმის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსი ითვალისწინებდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა ერთთვიან სტაჟირებას ფრაიბურგში მაქს-პლანკის ინსტიტუტის ბაზაზე. კონკურში გაიმარჯვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა აჩიკო კონცელიძემ და დოქტორანტმა ქეტევან კუხიანიძემ, რომლებიც 2012 წლის შემოდგომაზე ერთი თვით იმყოფებოდნენ ფრაიბურგის აღნიშნულ ინსტიტუტში აკადემიური ვიზიტით.

 

სტაჟიორები უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ადგილით, კომპიუტერით, ქონდათ საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის უფლება. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მაქს-პლანკის პროგრამებით გათვალისწინებულ სემინარებში, "მრგვალ მაგიდის" მუშაობაში და დაემყარებინათ ურთიერთობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებთან. სტაჟიორები გაეცნენ გერმანიის სასამართლო და პენიტენციალური სისტემის პრაქტიკულ საქმიანობას.

 

მომავალი მცნიერების გამგზავრება მსოფლიო დონის ცენტრში ცოდნის გასაღრმავებლად და სამეცნიერო კველევების საწარმოებლად განხორციელდა უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტს შორის დადებული მემორნადუმის საფუძველზე სტუდენტების სტაჟირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფა განხორციელდა გერმანიის მხარის მიერ.

საკონტაქტო პირი: გიორგი ღლონტი; ilrgeo@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17690684

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By