ფონდი "ღია სამყაროს" ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი მანანა მოსულისვილი 13-15 მაისს უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამების გაცნობის მიზნით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინტონსა და ატლანტის შტატში გაემგზავრა. მასპინძლობა ატლანტის ადვოკატთა ბიურომ გაუწია. მიწვეული პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ ამერიკული სწავლების მეთოდიკას და პრონციპებს. მიწვეულ სტუმართაგან ატლანტის ადვოკატთა ბიუროს საპატიო წევრად, მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი მანანა მოსულიშვილი აირჩიეს. დეკანი მისთვის სასურველ მეთოდებს სასწავლო პროცესში აქტიურად ნერგავს და იყენებს.