ENG
აქტივობის სახე: სტუდენტების მონაწილეობა საერთასორისო გაცვლით პროგრამაში
თარიღი და დრო: 03/06/2011 - 12:00 / პარასკევი
დეტალები:

საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა;

 
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ზურაბ მურაკაშვილი და მეგი თურუდიში 2 თვის განმავლობაში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მეგი თურუდიშმა სტაჟირება გაიარა ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიტვა), ხოლო ზურაბ მურაკაშვილმა – ოდესის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსტეტში. ისინი ადგილობრივ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უტარებდნენ სემინარებს ბიზნესის სხადასხვა სფეროში. სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი 50 % დაფინანსებულია აისეკის მიერ. უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე 877 53 86 26; ninokeme@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2020.11.24
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
17333267

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By