ქვეყნისათვის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდა ჩვენი უნივერსიტეტის პრიორიტეტია
UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით, პირველ ხუთეულშია.
სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმება უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა. ჩვენს მიერ შემუშავებულ დასაქმების სტრატეგიას ეფექტურად ახორციელებს დასაქმების ცენტრი, რომელიც საქართველოში, პირველად, ჩვენს უნივერსიტეტში შეიქმნა.
დასაქმების ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ზრდის პერსპექტივას და კონკრეტული დახმარება გაუწიოს მათ დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
თვალყური ადევნეთ დასაქმების ცენტრის ინფორმაციას როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ვებ-გვერდზე, მონაწილეობა მიიღეთ მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და თქვენ შეძლებთ საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვას.